Accentnews.ge
ლატვიაში  "Грузия"–ს  "საქართველო"–თი შეცვლის რეკომენდაციას არ გასცემენ

ლატვიაში  "Грузия"–ს  "საქართველო"–თი შეცვლის რეკომენდაციას არ გასცემენ

23/02/2024 10:27:04 პოლიტიკა, საზოგადოება

ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის დირექტორმა მარის ბალტინსმა ოთხშაბათს სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომაზე დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოსთვის სახელწოდების შეცვლისგან. ანუ "Грузия" შეცვალონ "საქართველოთი".

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელი მომდინარეობს სპარსული ენიდან, ხოლო სახელწოდება "Georgia", რომელიც გამოიყენება დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ენებში, არის სპარსული სახელის ბერძნული ვერსია.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური სახელი არ შეუცვლია. მისი თქმით, „საქართველო“ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოეტური მნიშვნელობით, შესაძლოა, ქვეყანას მიულოცონ ეროვნული დღესასწაული, მაგრამ მან ურჩია დეპუტატებს, თავი შეიკავონ ოფიციალურად მეორე სახელის გამოყენებისგან:.

„მინდა, დავეყრდნო ქართველი რეჟისორის დათა თავაძის წარმოდგენას გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრე“. ბრეხტის პოლიტიკური სიმპათიები და ორიენტაცია შეიძლება სხვადასხვაგვარად შეფასდეს, მაგრამ პიესაში შესანიშნავად არის გამოყენებული სახელწოდება „ქართველია“. ეს ორი ვერსია იდენტური არ არის. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ამ ორი სახელიდან – „საქართველო“ ან „ქართველია“ – კონკრეტულია უკეთესი“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამან შეიძლება არაერთი პრობლემა შეუქმნას ლატვიას, კერძოდ, როგორ მოიხსენიოს საქართველოს მაცხოვრებლები, ენა, როგორ გადაწყდება ლატვიის პასპორტში ეროვნების ჩაწერის საკითხი. ლატვიაში შესაძლებელია პასპორტში ეროვნების მითითება.

„ჩვენი ენობრივი მემკვიდრეობა ისეთია, რომ უცხო ქვეყნებში ჩვენი სახელწოდებები ყოველთვის არ ემთხვევა იმას, რასაც ქვეყნები და ხალხები უწოდებენ საკუთარ თავს“, - თქვა ბალტინსმა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა ულდის მიკუცმა განაცხადა, საკითხი არ არის პოლიტიკური და ლინგვისტთა შეხედულებისამებრ უნდა გადაწყდეს, ამიტომ სახელმწიფო ენის ცენტრის ხელმძღვანელის აზრი გასათვალისწინებელია. მან აღნიშნა, რომ საქართველომ გაეროში თავისი ქვეყნის სახელი არ შეუცვალა. ეს მაინც "Georgia" და არა "საქართველო".

მანამც აღნიშნა, რომ "Georgia"–ს და მისგან წარმოებულებს სპარსული წარმოშობა აქვთ და არანაირად არ უკავშირდებიან რუსულ ენას. თუმცა, დროთა განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიის ცვალებადი პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით, მაგალითად, ოსმალეთის, სპარსეთის და მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიმართ, გაჩნდა აზრი, რომ სახელწოდება „Грузия“ რუსული ისტორიული მემკვიდრეობაა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში პრაქტიკა განსხვავებულია, „Georgia“ და „Грузия“–სგან წარმოშობილი სახელები გამოიყენება მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში. საქართველოს გარდა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც იყენებს სახელს „საქართველო“ არის ლიეტუვა, მაგრამ ესტონეთი ინარჩუნებს ყოფილ სახელს „Gruusia“.

მიკუცის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა ლატვიის ელჩს საქართველოში იმის გასაგებად, არის თუ არა ეს საკითხი საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. პასუხი უარყოფითია - ამ საკითხზე ლატვიის ელჩს არ დაკავშირებია. თუმცა ამ თემაზე ქართველი ოფიციალური პირები დროდადრო საუბრობენ.

ლატვიისა და საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენელმა აივა ვიკსნამ ქართული მხარის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობაზე ისაუბრა. თუმცა მიკუცმა უპასუხა, რომ საპარლამენტო კომუნიკაციები ერთი არხია, მაგრამ სხვა ოფიციალური პირების შეხვედრებს თუ გადავხედავთ, წერილობით კომუნიკაციას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

2021 წელს საქართველომ მიმართა სხვა ქვეყნებს, რომ ამიერიდან მას ოფიციალურად „საქართველო“ ან დიდი ხნის განმავლობაში ცნობლი "Georgia" უწოდონ და არა "Грузия".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S