Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: მკაცრად ვურჩევ კუბას, დადოს შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიან არ არის

დონალდ ტრამპი: მკაცრად ვურჩევ კუბას, დადოს შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიან არ არის

11/01/2026 21:19:00 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუბას მოუწოდებს, დადოს შეთანხმება, „ვიდრე ძალიან გვიან არ არის“.

„კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან დიდი რაოდენობით მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა. სანაცვლოდ, კუბა ვენესუელის ბოლო ორი დიქტატორის „უსაფრთხოებას“ უზრუნველყოფდა. ამ კუბელების უმეტესობა გასულ კვირას, აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ვენესუელას ახლა ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია (უდავოდ!), რომელიც მათ დაიცავს. კუბაში აღარც ნავთობი და აღარც ფული წავა – ნული! მე მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიან არ არის“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S