Accentnews.ge
აზოვსტალის ქართველი დამცველის დედა: დამეხმარონ, რომ არ მომიკლან იქ

აზოვსტალის ქართველი დამცველის დედა: დამეხმარონ, რომ არ მომიკლან იქ

21/02/2024 09:11:58 საზოგადოება

ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა დახმარებას ითხოვს. განაჩენის შესახებ 20 თებერვალს გახდა ცნობილი.

"დამეხმარონ, რომ არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ", - ამბობს დალი ჩხეიძე.

ქალი იხსენებს, რომ შვილი მარიუპოლში ჩავიდა და იქიდან ოჯახთან ჰქონდა კონტაქტი, როდესაც ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო: "თუ რამე მოხდა, დედა, მაპატიეო". კი გავამხნევე, მაგრამ არ ეშინოდა, არაა მშიშარა".

გაწერელია აზოვსტალს იცავდა და ტყვედ ჩავარდა მას შემდეგ, რაც მის დანაყოფს აზოვსტალის დატოვება უბრძანა უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით.

"ტყვედ რომ აიყვანეს, მერე დამირეკა 27 სექტემბერს უკვე დონეცკის ციხიდან. იქიდან და უკვე იქ ნაწამები იყო ძალიან მაგრად, შევატყვე ხმაზე. მაგრამ თვითონ მაინც მხნედ იდგა და ცდილობდა იმას, რომ ჩვენ არ გვენერვიულა",– იხსენებს დედა.

ბოლო კონტაქტი სამი დღის წინ შედგა:

"გუშინწინ დაგვირეკა ბოლოს ციხიდან, "ხვალ სასამართლო მაქვს და განაჩენი უნდა გამომიტანონო". რა ვიცი, "კარგად მექცევიანო" კი თქვა, ჯანმრთელობით კიდე კარგად ვარო, მაგრამ არამგონია, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ნახავდით სურათში, რას დაემსგავსა ბავშვი... ორი თვის უკან დავწერეთ განცხადება და ერთი ოთხი დღის უკან დაგვიკავშირდნენ და "გადაცემული არის, განხილვაში არისო გვითხრეს და დაგიკავშირდებითო".

საქართველოს საგარეო უწყებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ქართველს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში. ლეგიონი თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია.

„ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელმა ლაშა დიაროვმა 2023 წლის დეკემბერში „ამერიკის ხმასთან" თქვა, რომ ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მამუკა გაწერელიას შეყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს საქართველოს პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“ მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S