Accentnews.ge
აზოვსტალის დამცველ ქართველ მებრძოლს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

აზოვსტალის დამცველ ქართველ მებრძოლს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

20/02/2024 19:44:49 საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,- ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული TASS რუსეთის გენპროკურატურის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე ცნობის მიხედვით, 22 წლის ქართველს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან.

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა.

აფხაზეთიდან დევნილი გაწერელია მარიუპოლში, „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა ხელმძღვანელობის ბრძანებას „აზოვსტალის" დატოვების შესახებ.

საქართველოს საგარეო უწყებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ქართველს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში. ლეგიონი თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია.

„ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელმა ლაშა დიაროვმა 2023 წლის დეკემბერში „ამერიკის ხმასთან" თქვა, რომ ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მამუკა გაწერელიას შეყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს საქართველოს პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“ მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S