ზურაბიშვილმა მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ვიზიტებში პირადი დანაზოგიდან 48 ათასი ლარი დახარჯა
15/02/2024 11:23:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წელს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ვიზიტებში პირადი დანაზოგიდან 48 ათასი ლარი დახარჯა. ამის შესახებ პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
სახელმწიფოს მეთაურის საგარეო ვიზიტების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს, თუმცა ზურაბიშვილის ვიზიტებზე მტავრობას ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. შესაბამისად, ხარჯები ბიუჯეტიდან არ დაფარულა.


