Accentnews.ge
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი დაასახელა

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი დაასახელა

08/02/2024 16:50:26 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი დაინიშნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამ–არხზე დაწერა.

ზელენსკიმ დაწერა გენერალ ზალუჟნისთან შეხვედრის შესახებაც:

„შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის, მადლობა გადავუხადე ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისთვის. განვიხილეთ რა სახის განახლება სჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასევე განვიხილეს, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დრო ახლაა. მე შევთავაზე ვალერი ფედოროვიჩს, გადაგრძოს გუნდში ყოფნა“.

ზალუჟნიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მას "სერიოზული და მნიშვნელოვანი საუბარი" ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან.

"2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისაგან. ამიტომ, ყველა უნდა შეიცვალოს და მოერგოს ახალ რეალობას, რომ ერთად გავიმარჯვოთ. ერთად გავიმარჯვოთ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიების შეცვლის აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

"ომი იცვლება და მოითხოვს ცვლილებებს. საბრძოლო ოპერაციები 2022, 2023 და 2024 წლებში სამი განსხვავებული რეალობაა. 2024 წელი მოიტანს ახალ ცვლილებებს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები. დღეს ეს იყო. გადავწყვიტე უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლა. მე გულწრფელად მადლიერი ვარ ვალერი ფედოროვიჩ [ზალუჟნის] ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი უსტემ უმეროვი "ფეისბუქზე".

იხილეთ ასევე: „ზუსტად ახლაა მომენტი, რომელიც უკრაინამ უნდა გამოიყენოს“: ომი, პოლიტიკა და ხმები მთავარსარდლის ირგვლივ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S