Accentnews.ge
აზარაშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლაა საჭირო, რათა მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა ოჯახებმა ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ

აზარაშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლაა საჭირო, რათა მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა ოჯახებმა ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ

08/01/2024 11:10:27 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა ოჯახებმა პროგრამით სარგებლობა შეძლონ და სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ.

სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრებელი ფართების მისაღებად საჭირო პროცედურები

მინისტრის თქმით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს თავადაც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება მუნიციპალურ ცენტრებში, რასაც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.

  • „ოჯახები განაცხადებს გააკეთებენ ჩვენს მუნიციპალურ ცენტრებში. ინფორმაცია გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასეთი ოჯახები სადაც არის, სავარაუდოდ აღრიცხულია. ამის საფუძველზე ჩვენც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადების გაკეთება, რასაც შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

"პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვინ შეიძლება, იყოს პროგრამის ბენეფიციარი

მთავრობის ცნობით:

  • "პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
  • პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად".

"ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S