
სტიქიას ახმეტაში მსხვერპლი მოჰყვა
28/12/2023 12:09:30 საზოგადოება
სტიქიას ახმეტაში მსხვერპლი მოჰყვა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერმა ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც ერთ-ერთ ეზოში ჩავარდა და კაცს დაეცა.
79 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: სტიქია კახეთში – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები, გარე განათების რკინის ბოძები.