Accentnews.ge
სტიქია კახეთში – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები, გარე განათების რკინის ბოძები

სტიქია კახეთში – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები, გარე განათების რკინის ბოძები

28/12/2023 11:03:40 საზოგადოება

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში ყვარელი - ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა , სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.

ქარმა ქალაქ თელავის ერთ-ერთ სკვერში წააქცია გარე განათების რკინის ბოძები, ასევე წააქცია საახალწლო ნაძვის ხეები თელავში ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის დამაკავშირებელ სკვერში, სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში.

უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და „ენერგო-პრო“ ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S