Accentnews.ge
ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული „კაბუ" ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული „კაბუ" ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს

26/12/2023 14:52:47 საზოგადოება

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული კახა აბუაშვილი ( „კაბუ" ) ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს. ინფორმაცია TOK TV-ს თავად მომღერალმა დაუდასტურა, თუმცა მიზეზი არ უთქვამს.

მანამდე, ცნობილი იყო, რომ "კაბუ" ახალციხეში 27 დეკემბერს იმღერებდა.

შეგახსენებთ, რომ "კაბუ" 26 ნოემბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა. მოგვიანებით, იგი პატიმრობიდან 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S