Accentnews.ge
ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული „კაბუ" ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული „კაბუ" ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს

21/12/2023 14:10:26 საზოგადოება

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული კახა აბუაშვილი ( „კაბუ" ) ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს.

აღნიშნული ღონისძიებების პროგრამიდან ირკვევა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მისი ცნობით, "კაბუ" ახალციხეში 27 დეკემბერს იმღერებს.

შეგახსენებთ, რომ "კაბუ" 26 ნოემბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა. მოგვიანებით, იგი პატიმრობიდან 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S