ნეთანიაჰუ: ისრაელი გააძლიერებს შეტევას "ჰამასის" წინააღმდეგ
26/12/2023 08:53:48 მსოფლიო
უახლოეს დღეებში ისრაელის არმია გააძლიერებს შეტევას ღაზას სექტორში ტერორისტული მოძრაობა "ჰამასის" პოზიციებზე. ამის შესახებ 25 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა თანაპარტიელებთან საუბრისას. მანამდე ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პოზიციები მოინახულა და მეთაურებს ესაუბრა.
”ყველა მათგანმა [სამხედროებმა - რედ.] ერთი რამ მთხოვა: ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე”, - თქვა ისრაელის პრემიერმა, ”და ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ შეტევას და გავაძლიერებთ მას მომავალ დღეებში. ეს ომი ხანგრძლივი იქნება, არ სრულდება".
მოგვიანებით, იმავე დღეს, ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ "ჰამასის" მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება შეუძლებელია ტერორისტულ ჯგუფზე სამხედრო ზეწოლის გაზრდის გარეშე. ამ ფონზე მძევლების დარბაზში მყოფი ნათესავები სკანდირებდნენ „ახლა! ახლა!“ და ითხოვდნენ სასწრაფო ზომების მიღებას მათი ახლობლების ნებისმიერ ფასად გათავისუფლებისთვის.
მანამდე Reuters–მა დაწერა, რომ "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა", რომლებიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფებად არიან აღიარებულები, უარყვეს ეგვიპტის შეთავაზება, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ღაზას სექტორში ძალაუფლების დათმობის თაობაზე.


