პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის რეგიონში პლაცდარმის შექმნაზე
14/12/2023 12:08:50 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის რეგიონში პრაცდარმის შექმნაზე.
მისი თქმით, ეს იყო „დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გარღვევის და ყირიმის მიმართულებით მოძრაობის უზრუნველყოფის მცდელობა“.
„ჩვენ რამდენიმე მეტრით უკან დახევა გადავწყვიტეთ... იქ გვყავს 6 დაჭრილი, მტერს კი ათობით დაღუპული ჰყავს“, - ამტკიცებს პუტინი.
პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ ეს პლაცდარმი "სასარგებლოა რუსული არმიისთვის", რადგან ის თითქოს თავად ანადგურებს იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას.
17 ნოემბერს უკრაინის საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამხედროებმა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე პლაცდარმზე მოიკიდეს ფეხი. სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ არმიამ მოახერხა რუსი სამხედროების უკან დახევა პოზიციებიდან 8 კილომეტრამდე მანძილზე.
ISW-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობას გაუჭირდება ბრძოლისუნარიანი დამხმარე ძალის გადაყვანა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე, ვინაიდან მათ თავდაცვა უწევთ ზაპოროჟიეს რეგიონში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი მოქმედებების მხარდაჭერა.
იხილეთ ასევე: ბრიტანული დაზვერვა – ახალმა რუსულმა დივიზიამ ხერსონში მარცხი განიცადა დიდი დანაკარგებით


