ბრიტანული დაზვერვა: ახალმა რუსულმა დივიზიამ მარცხი განიცადა დიდი დანაკარგებით
14/12/2023 11:04:50 მსოფლიო
ბრიტანულმა დაზვერვამ ისაუბრა რუსი ოკუპანტების წარუმატებელ ოპერაციაზე, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინელი დამცველების განდევნას ხერსონის რაიონის სოფელ კრინკის მახლობლად, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შექმნილი პლაცდარმიდან. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ახალ მიმოხილვაშია საუბარი.
სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების ახლადშექმნილმა 104-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო დივიზიამ, დიდი ალბათობით, განიცადა "უკიდურესად დიდი" დანაკარგები და ვერ სეასრულა თავისი დავალებები ხერსონის რეგიონში საბრძოლო "დებიუტის" დროს.
ანალიტიკოსები ეყრდნობიან ცნობებს, რომ დივიზია ცუდად იყო მხარდაჭერილი საჰაერო ძალებითა და არტილერიით, ხოლო ბევრი ჯარისკაცი სავარაუდოდ, გამოუცდელი იყო.
„ინციდენტის შემდეგ რუსმა „სამხედრო კორესპონდენტებმა“ მოუწოდეს დნეპრის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაურს, გენერალ პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის გადადგომისკენ“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
დაზვერვის შეფასებით, ეს არის დარტყმა ტეპლინსკის, როგორც "ერთ-ერთი ყველაზე უნარიანი" რუსი საველე მეთაურის რეპუტაციაზე, რომელიც ასევე არის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური უკრაინის წინააღმდეგ ომში.


