Accentnews.ge
თურნავა: "ჰეშ ბანკს" ლიცენზია კანონთან სრული შესაბამისობით მივანიჭეთ

თურნავა: "ჰეშ ბანკს" ლიცენზია კანონთან სრული შესაბამისობით მივანიჭეთ

06/12/2023 11:44:33 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ "ჰეშ ბანკს" ლიცენზია კანონთან სრული შესაბამისობით მიანიჭეს.

"ეროვნულ ბანკში თქვენი წინამორბედები ერთი წლის განმავლობაში არ აძლევდნენ ლიცენზიას ციფრულ ბანკს, თუ ისინი არ აძლევდნენ, თქვენ რატომ მიეცით? ხომ არ ამოგვიღია ხმა, რომ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შექმნა ციფრული ბანკი. ვინმემ დასვა კითხვა რატომ მიეცით მას ლიცენზიაო? - იმიტომ რომ მას ჰყავს კარგი ევროპული პარტნიორი და ჩამოაყალიბა სანდო კომპანია. ამ შემთხვევაში ლაშა პაპაშვილში კი არ არის პრობლემა, მისი ოფისისი გახსნაზე მიხეილ სააკაშვილი მივიყვანე და ის არის ძალიან ცნობილი ბანკირი. ის გამოცდილი პიროვნებაა. მაგრამ მისი პარტნიორია უკრაინის კრიპტო ბირჟა. გუგლში შედით და პირველი ამოგიგდებთ რომ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში მიდის გამოძიება, რომ გამოძიება დაიწყო უკრაინის ანტიკორუფციული სასამართლოს დავალებით, რომ უკრაინის ამ ბირჟის დამფუძნებელი მამა-შვილი რადას დეპუტატი, რომელიც გაიქცა რუსეთში. აი ასეთი ამბები ტრიალებს ამ ბირჟის გარშემო. თქვენ კი მას მიეცით ლიცენზია. არ არის რისკები? დირექტორი ამ ბირჟის არის უკრაინის მოქალაქე ნოსოვი, მას ფული არ მოუპარავს არ გაუთეთრებია, მაგრამ ბირჟის დირექტორია და ამ ბირჟის დამფუძნებლები გაქცეული არიან რუსეთში, ხოლო ბირჟას კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენების დაფინანსება ედება ბრალად", - ასე მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა რომან გოცირიძემ ნათია თურნავას.

საპასუხოდ, თურნავამ განაცხადა, რომ "ეროვნულმა ბანკმა ლიცენზიის გაცემამდე ყველა რისკი შეისწავლა და შეაფასა":

"ყველა რისკი შევისწავლეთ და ლიცენზია გაცემული არის ჩვენს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. თქვენ თავადვე ჩაასწორეთ წინა კომენტარები და აღნიშნეთ სწორად რომ პიროვნება ვინც არის ერთ-ერთი პარტნიორი ბანკი ჰეშის, მის მიმართ რაიმე გამოძიება არ მიმდინარეობს ასევე ეს პირი და მის მიერ დაფუძნებული კომპანიები ფლობენ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ლიცენზიებს საფინანსო მომსახურების სფეროებში და მათ შორის ერთ-ერთი ლიცენზია სულ ახლახანს გაიცა და ესეც საჯაროა. ასევე გეტყვით, რომ ციფრული ბანკის მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ პირველი 6 თვე იქნება სატესტო რეჟიმი, როდესაც ჩვენ კიდევ დამატებით დავაკვირდებით მდგრადობას. კიდევ ერთს ვიტყვი, რომ ნებისმიერი რისკის მატერიალიზების შემთხვევაში დეპოზიტარები იქნებიან დაცულები".

ამავე თემაზე: ოპოზიცია: იმ ციფრული ბანკის 50%–იანი წილის მფლობელი, რომელზეც სებ–მა ლიცენზია გასცა, ფულის გათეთრებასა და რუსული ბიზნესის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.

ეროვნული ბანკი: "ჰეშ ბანკის" აქციონერები არ არიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S