Accentnews.ge
18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე საქართველოშია

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე საქართველოშია

04/12/2023 15:42:19 საზოგადოება

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე საქართველოშია. ავტობუსები შემოიყვანა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია Tegeta Truck And Bus-მა, რომელიც "თეგეტა ჰოლდინგის" წევრია.

კომპანიის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 17 ავტობუსია ჩამოყვანილი და მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

ამავე თემაზე: 18-მეტრიანი ავტობუსები გლდანში, დიღომში, ვაკესა და ორთაჭალაში ივლიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S