Accentnews.ge
ლატვიამ უკრაინას გადასცა აღჭურვილობა შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემისთვის

ლატვიამ უკრაინას გადასცა აღჭურვილობა შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემისთვის

24/11/2023 16:29:18 მსოფლიო

ლატვიამ უკრაინას 300 ლეპტოპი გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემისთვის, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

დახმარების პაკეტი ლატვიურმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა LMT და TET-მა ლატვიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია Entrepreneurs for Peace-ის მხარდაჭერით უზრუნველყვეს.

„ეს ტექნოლოგია ხელს შეუწყობს მომარაგების ჩანაწერების წარმოებას კიდევ 150 სამხედრო ნაწილში. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-17 შეხვედრაზე ესტონეთმა გამოაცხადა თავისი პირველი წვლილი IT კოალიციაში 500 ათასი ევროს ოდენობით. მანამდე ლუქსემბურგმა 10 მილიონი ევროს ოდენობის წვლილი შეიტანა“, - განაცხადეს უწყებაში.

გარდა ამისა, ისლანდიამ განაცხადა, რომ კოალიციას შეუერთდება. ეს არის მეშვიდე პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უერთდება ინიციატივას. ადრე შეუერთდნენ ესტონეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ლატვია, ლიეტუვა და დანია.

IT კოალიცია არის სახელმწიფოთა სპეციალური ჯგუფი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემადგენლობაში („რამშტეინის ფორმატი“), რომელიც ორიენტირებულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე IT, კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში. ჯგუფს ესტონეთი და ლუქსემბურგი ხელმძღვანელობენ.

აგვისტოში ლატვიამ უკრაინას სამხედრო შვეულმფრენი Mi-17 გადასცა, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S