Accentnews.ge
სახალხო დამცველი – ტყვედ ჩავარდნილ ქართველებზე:  რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ

სახალხო დამცველი – ტყვედ ჩავარდნილ ქართველებზე:  რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ

16/11/2023 08:44:53 პოლიტიკა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ჯარისკაცის გამოხსნასთან დაკავშირებულ საკითხში ჩართული არ არის.

იგი მიიჩნევს, რომ რუს კოლეგასთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

„ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა-უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერ–ჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ცნობისთვის: 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეო უწყება ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას" და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად".

ამავე თემაზე: მამუკა მდინარაძე – ტყვედ ჩავარდნილ ქართველებზე: სამხედრო ტყვეზე სახელმწიფო ვერ რეაგირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S