Accentnews.ge
NYT: აშშ ირანს და "ჰეზბოლას" ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო ჩარევით დაემუქრა

NYT: აშშ ირანს და "ჰეზბოლას" ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო ჩარევით დაემუქრა

06/11/2023 11:52:58 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანსა და ლიბანის "ჰეზბოლას" გზავნილები გადასცა ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო ჩარევის მზადყოფნის შესახებ. წერს The New York Times სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებზე დაყრდნობით.

„ირანთან დაკავშირებული ბოევიკების მხრიდან თავდასხმები და მუქარები სრულიად მიუღებელია“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელმა უკვე ჩამოაგდო ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც იემენიდან ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული. აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა ასევე განახორციელეს არაერთი დარტყმა ობიექტებზე, რომლებსაც იყენებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მისი მოკავშირეები სირიაში.

”ჩვენ არ ვცდილობთ ირანთან კონფლიქტს - ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი პერსონალი, სამხედრო თუ სამოქალაქო პირები,” - თქვა მან.

შაბათ-კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დასავლეთ სანაპიროსა და ერაყს ეწვია. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი რეგიონში კონფლიქტის გავრცელების პრევენციაა, მეორე კი ღაზას მომავლის განხილვა "ჰამასის" განადგურების შემდეგ.

პარასკევს, 3 ნოემბერს "ჰეზბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ კონფლიქტის გაფაღოების რეალური რისკი არსებობს. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატებია "დამნაშავე იმაში, რაც ხდება ღაზაში", ხოლო ისრაელი "უბრალოდ ინსტრუმენტია", რომელსაც ვაშინგტონი იყენებს.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააფრთხილა "ჰეზბოლა": „ნუ გამოგვცდით. შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ — იმდენად ძვირი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ“.

„ისრაელს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი მტრებისთვის. ჩვენ მათ ვეუბნებით: შეხედეთ რა ხდება ღაზას სექტორში - თქვენც ასე მოგექცნენ, თუ თავს დაგვესხმით“, - განაცხადა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ნირ ბარკატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S