Accentnews.ge
აშშ რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტზე" დასარტყმელად ემზადება

აშშ რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტზე" დასარტყმელად ემზადება

06/11/2023 11:27:25 მსოფლიო

S&P Global-ის ცნობით, რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის ნახევარზე მეტი უკვე ხორციელდება ტანკერებით, რომლებსაც არ აქვთ დასავლური დაზღვევა. ამან რუსეთს საშუალება მისცა, გაზარდოს ნავთობით დოლარის შედინება მის ბიუჯეტში, რადგან G7-ის მიერ დაწესებული ფასების ზღვარი დიდწილად აღარ არის დაცული. ამიტომ, ვაშინგტონი რუსული ჩრდილოვანი ფლოტის მუშაობის გართულების გზებს ეძებს, – წერს The Wall Street Journal.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ, თუ როგორ გააძვირონ და გაართულონ ფლოტის ექსპლუატაცია და გაფართოება რუსეთისთვის, განუცხადეს გაზეთს დისკუსიების მცოდნე ადამიანებმა. როგორც პირველი ნაბიჯი, პორტების ოპერატორებს გაეგზავნათ რეკომენდაციების სია, რამაც შეიძლება გაზარდოს რუსული გემების ხარჯები. კერძოდ, შეთავაზებულია, მათ მოსთხოვონ, დაამტკიცონ, რომ მათი დაზღვევა ფინანსურად სრულად დაცულია, რათა მათ შესაბამისი ტერიტორიული წყლებით გავლა შეძლონ. თუმცა, უცნობია, დაიცავენ თუ არა უცხოური პორტები ამერიკულ რეკომენდაციებს, – აღნიშნავს WSJ.

გარდა ამისა, როგორც გამოზემის წყაროები აცხადებენ, მუშავდება ახალი ზომები, რომლებმაც ნავთობით მოვაჭრეები უნდა აიძულონ, დაიცვან უკვე დაწესებული შეზღუდვები. ოქტომბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ პირველად დასაჯა ორი ტანკერი სანქციების დარღვევისთვის და ამერიკელებს აუკრძალა მათთან ბიზნესის წარმოება. ერთი მათგანის მფლობელი რეგისტრირებულია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მეორის - თურქეთში; გემები იყენებდნენ ამერიკულ ფინანსურ მომსახურებებს, მაგრამ ყიდულობდნენ რუსული ნავთობს ბარელს 60 დოლარზე მეტ ფასას,– განაცხადა ხაზინაში.

„ტანკერების ყიდვის აუცილებლობა კრემლს ძალიან ურთულებს ტანკების ყიდვას“, - დაიცვა აშშ-ის სასანქციო ზომები ბრუკინგსის ინსტიტუტში ახლახანს გამართულ კონფერენციაზე ხაზინის მდივნის თანაშემწემ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში ერიკ ვან ნოსტრანდმა. მისი თქმით, სანქციების უფრო მკაცრი აღსრულება აიძულებს რუსეთს ან გაყიდოს მეტი ნავთობი იაფად, ან მეტი დახარჯოს სანქციების გვერდის ასავლელად ლოჯისტიკაზე.

აშშ-ის ხელისუფლებასთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭირო გაძლიერებულმა შემოწმებამ შეიძლება, მნიშვნელოვნად გაზარდოს ტრანსპორტირების ხარჯები. „ყველა ყურადღებით შეამოწმებს თავიანთი ქმედების კანონიერებას. ამას აქვს ფასი, რაც ზრდის ტვირთის ფასებს“, - აცხადებენ FGE კონსულტანტები. აშშ-ის სანქციებმა უკვე გამოიწვია ტვირთებზე ტარიფების მატება, განუცხადეს "როიტერს" გადაზიდვის სეგმენტიდან წყაროებმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თავიდან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ისე მუშაობდა, როგორც ეს იყო დაგეგმილი. ურალის ნავთობი ზამთარში ბარელზე 40 დოლარის ფასდაკლებით იყიდებოდა ბრენტთან შედარებით. მაგრამ რამდენადაც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტი" იზრდება და ივსება ძველი ტანკერებით, რომელთაგან ბევრი სხვა ვითარებაში უკვე გაუქმებული იქნებოდა, ფასების ჭერი სულ უფრო და უფრო ნაკლებად დაცული ხდება. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, სექტემბერში "ჩრდილოვანი ფლოტი" უკვე 180 ტანკერს ითვლიდა. თუ 2023 წლის იანვარში რუსული ნავთობის 35% გადიოდა დასავლური დაზღვევის გარეშე, ახლა ნახევარზე მეტია ექსპორტირებული.

გარდა ამისა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიზის მიხედვით, ფასების ზღვარისთვის გვერდის ასავლელად, გადამზიდავებმა ტრანსპორტირების ხარჯების ხელოვნურად გაზრდა დაიწყეს. ურალის ფასმა ზაფხულში 60 დოლარს გადააჭარბა, ახლა ბარელი დაახლოებით 74 დოლარად იყიდება, იტყობინება – Argus Media. „ფასის ზღვარი [თავდაპირველად] ისე მუშაობდა, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ ახლა უკვე მოძველებულია“, - თქვა ნატაშა კანევამ, JPMorgan Chase-ის სასაქონლო სტრატეგიის დირექტორმა. ამ ყველაფერმა, სხვა რიგ ფაქტორებთან ერთად, მათ შორის ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდამ და რუბლის შესუსტებამ, ოქტომბერში რუსეთის ბიუჯეტს 1,635 ტრილიონი რუბლი მოუტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S