Accentnews.ge
ჩეხეთის ექს-პრეზიდენტმა პუტინთან დაახლოებას საკუთარ კარიერაში მთავარი შეცდომა უწოდა

ჩეხეთის ექს-პრეზიდენტმა პუტინთან დაახლოებას საკუთარ კარიერაში მთავარი შეცდომა უწოდა

06/11/2023 10:16:36 მსოფლიო

ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საკუთარი პოლიტიკური კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა. ამის შესახებ მან ჩეხური ტელეარხის Nova-ს ეთერში განაცხადა.

ინტერვიუში ზემანმა აღიარა, რომ არასათანადოდ შეაფასა პუტინი, რომელმაც ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინაში შეჭრით ტრაგიკული შეცდომა დაუშვა. ზემანმა სინანული გამოთქვა, რომ მან პუტინს "არასწორად გაუგო".

„მხოლოდ არაგონივრულ ადამიანს შეუძლია დაუშვას ისეთი ტრაგიკული შეცდომა, როგორიცაა უკრაინაში შეჭრა“, - თქვა ექს–პრეზიდენტმა.

ზემანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის ხელმძღვანელის ასეთმა არაშორსმჭვრეტელურმა გადაწყვეტილებამ აზარალა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ თავად რუსეთიც და მან პუტინს უწოდა "ადამიანი, რომელმაც ზიანი მიაყენა საკუთარ ქვეყანას".

2022 წელს ზემანმა უკვე გამოხატა სინანული პუტინთან დაახლოების გამო. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეძახის რუსეთის აგენტს, მე მჯერა, რომ ჩვენ სოლიდარულნი უნდა ვიყოთ უკრაინასთან მიმართებით. <…> მასში [პუტინში] დვხედავდი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველ პოლიტიკოსს. აგრესია ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს“, - განაცხადა ზემანმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ზემანი მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრე იყო და აკრიტიკებდა დასავლეთს. 2017 წელს პუტინთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ ის უარყოფითად იყო განწყობილი იმ ზომებისადმი, რომლებიც რუსებს ჩეხურ ყველსა და იოგურტს ართმევენ. „ლუდს მივიღებთ და იოგურტს როგორმე მოვაგვარებთ“, - უპასუხა პუტინმა.

თუმცა, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ზემანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება. ოქტომბერში მან ევროკავშირს სამხედრო პასუხისკენ მოუწოდა, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S