Accentnews.ge
გაეროს ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ

გაეროს ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ

06/11/2023 06:27:09 მსოფლიო

გაეროს ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ "თითქმის ერთი თვეა, მსოფლიო უყურებს სიტუაციის განვითარებას ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შოკს განიცდის მსხვერპლის გამო, რომელიც სულ უფრო იზრდება".

გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციების, მათ შორის UNICEF–ის, WHO–ს, "მსოფლიო სასურსათო პროგრამის", ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების, როგორიცაა "Save the Children"–ის ხელმძღვანელები მხარეებს კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი, დაცული იყვნენ სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, ღაზას სექტორი სწრაფად და უსაფრთხოდ იყოს უზრუნველყოფილი სურსათით, წყლით, მედიკამენტებითა და საწვავით.

ერთობლივი განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. „30 დღე გავიდა. კმარა. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერთა შორის არიან გაეროს ადამიანის უფლებების და ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრები, ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს, ბავშვთა ფონდის, განვითარების პროგრამის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) 88 თანამშრომელი დაიღუპა, რაც ერთი კონფლიქტის დროს დაფიქსირებული გაერო-ს ყველაზე დიდი დანაკარგია".

ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზას სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი.

ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.

ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S