დღეს ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა
05/11/2023 07:27:19 მსოფლიო
დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი თურქეთი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს.
თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში იგი ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.
ამავე თემაზე: ბლინკენი: "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ სტატუს-კვოზე დაბრუნება შეუძლებელია.
4 ნოემბერს თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ "ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა". მანამდე ისრაელმა ანკარადან გაიწვია დიპლომატები, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლა თურქეთში გამართულ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე, რომელზეც ერდოღანმა ისრაელი "ოკუპანტად" მოიხსენია.


