Accentnews.ge
კულტურის სამინისტრო რეზო ამაშუკელზე ფილმს დააფინანსებს

კულტურის სამინისტრო რეზო ამაშუკელზე ფილმს დააფინანსებს

03/11/2023 17:48:51 საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პოეტ რეზო ამაშუკელის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას უწყების ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

"კულტურის სამინისტრომ კონკურსის - "კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა. - გამარჯვებულები გამოავლინაკონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 137 834 ლარს. სამინისტროში სულ შემოვიდა 59 განაცხადი. გაიმარჯვა 13-მა პროექტმა". – წერს სამინისტრო.

13 პროექტს შორის ერთ-ერთი ამაშუკელის შესახებ დოკუმენტური ვიდეოპორტრეტი "ადამიანი მაინც მარტოა" იქნება. განმახორციელებლად სამინისტროს ა(ა)იპ აპოლონი და ოლიმპია აქვს მითითებული.

პოეტი რეზო ამაშუკელი 2022 წელს გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S