Accentnews.ge
სინოდი განმარტავს, რამდენი ნათლიის ყოლაა დასაშვები

სინოდი განმარტავს, რამდენი ნათლიის ყოლაა დასაშვები

03/11/2023 17:08:45 საზოგადოება

ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაშია ნათქვამი.

ირკვევა, რომ საკითხი "ბოლო დროს გავრცელებული არასწორი პრაქტიკის – გადაჭარბებული ნათლიების" შესახებ მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დააყენა.

„ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“, – ნათქვამია განჩინებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S