Accentnews.ge
ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარების 500 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა

ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარების 500 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა

03/11/2023 12:10:04 მსოფლიო

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს მომდევნო რვა თვის განმავლობაში, ანუ 2024 წლის შუა რიცხვებამდე. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა უკრაინაში ორდღიანი ვიზიტისას განაცხადა, იუწყება Het Parool.

„ამ შემთხვევაში საუბარია საბრძოლო მასალაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ოლონგრენმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 260 მილიონი ევრო დაიხარჯება საარტილერიო ჭურვებზე, კიდევ 240 მილიონი – ტანკების საბრძოლო მასალისთვის.

ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს „სანამ საჭირო იქნება“, დასძინა მინისტრმა.

უკრაინაში ვიზიტის დროს კაისა ოლონგრენი ხარკოვსა და კიევს ეწვია, ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა. სხვა საკითხებთან ერთად, პაკეტში შედიოდა ორი TRML-4D სარადარო სისტემა IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემაში და 12 ჯავშანტრანსპორტიორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S