Accentnews.ge
კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს

კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს

03/11/2023 05:50:11 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელების კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს „ჰამასთან“ ომში მყოფი ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას. აღნიშნული თანხიდან 4 მილიარდი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. კონგრესის ზედა პალატა - სენატი ამ კანონპროექტის უარყოფას აპირებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატში კი - დემოკრატები.

რესპუბლიკელების ინიციატივით, წარმომადგენელთა პალატის მიერ 2 ნოემბერს, 226 ხმით დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმას. მან კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის.

30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას შესთავაზეს მხოლოდ ისრაელის დასახმარებლად მომზადებული კანონპროექტი. მას 2 ნოემბერს მხარი დაუჭირა 12-მა დემოკრატმა კონგრესმენმაც.

სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელი კონგრესმენების კანონპროექტს არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ სენატში მას მხარდაჭერა არ ექნება. იგივე პოზიცია აქვს რესპუბლიკელი სენატორების ნაწილსაც.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად ვეტოს უფლებით ისარგებლოს, თუ კონგრესი დათანხმდება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს. თუმცა, სენატის პოზიციის გამო საქმე ვეტომდე არ მივა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარებას შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხად განხილავს.

31 ოქტომბერს, სენატის ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S