Accentnews.ge
სომხეთში ჯგუფი დააკავეს "ტერორისტული თავდასხმისა და სამთავრობო შენობების დაკავების მომზადებისთვის", საქმეში საქართველოც ფიგურირებს

სომხეთში ჯგუფი დააკავეს "ტერორისტული თავდასხმისა და სამთავრობო შენობების დაკავების მომზადებისთვის", საქმეში საქართველოც ფიგურირებს

02/11/2023 12:55:31 კავკასია

სომხეთში ხუთი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შეთქმულებაში სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდების მიზნით, ასევე აფეთქებების მომზადებაში. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

დაკავებულებისა და შესაძლო თანამზრახველების საბოლოო მიზნად სამთავრობო უწყებების საქმიანობის შეფერხება სახელდება.

როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილების ბინებში ჩხრეკისას აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დრონი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, სამხედრო ფორმა და სომეხი და რუსი ოპერატორების 10 გააქტიურებული სიმბარათი, ასევე დოკუმენტები ოპერაციის გეგმით, სახელწოდებით „ჩრდილოეთის ფოთოლცვენა“.

ამასთან, იტყობინებიან, რომ შეთქმულები გეგმავდნენ „უკრაინული და მოლდოვური ტელეგრამ– არხების“ ქსელის შექმნას გეგმავდნენ ტერორისტულ საქმიანობაში „უფრო ფართო ფენების“ ჩართვის მიზნით.

ჯგუფის გეგმებში ასევე იყო ბუკლეტების დარიგება და შეთქმულების ოჯახების საქართველოში გადაყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S