Accentnews.ge
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რაზე ისაუბრეს  მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რაზე ისაუბრეს  მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე

02/11/2023 11:19:52 საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, სხდომაზე როგორც საეკლესიო თემებზე, ისე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.

"მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლო ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად", - აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება რიგი გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის გადადგომისა და მოსაყდრე შიოს უფლებამოსილების გაზრდის საკითხებს განიხილავდნენ, დეკანოზმა შემდეგი განაცხადა:

"არ განხილულა ის მძიმე საკითხები, რომლებზეც აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S