Accentnews.ge
სანდუმ რუსეთი მოლდოველი ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა

სანდუმ რუსეთი მოლდოველი ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა

02/11/2023 10:39:41 მსოფლიო

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა ამომრჩევლების მოსყიდვაში თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც კვირას, 5 ნოემბერს გაიმართება. წერს Reuters.

სანდუს თქმით, ორი თვის განმავლობაში მოსკოვმა თითქმის ხუთი მილიონი დოლარის ექვივალენტი თანხა გადაურიცხა „კრიმინალურ ჯგუფებს“. მათ შორის არის პრორუსულად წოდებული პარტია "შორ". 2023 წლის ივნისში სასამართლომ ის „არაკონსტიტუციურად“ გამოაცხადა, ოქტომბერში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა.

”ადრე რუსეთი ქრთამავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მართავდნენ მოლდოვას,” - თქვა სანდუმ. მას მხედველობაში ჰქონდა წინა ხელისუფლების კორუფციული სკანდალები,– წერს Reuters."მას ამის შესაძლებლობა აღარ აქვს და ახლა მოლდოვის მოქალაქეებს ყიდულობს", - განაგრძო სანდუმ.

მან მოუწოდა პოლიციას, დასაჯოს დამნაშავეები, ხოლო ამომრჩევლებს – მხარი დაუჭირონ მის თანაპარტიელებს მომავალ არჩევნებზე, რათა დემონსტრირება მოახდინონ ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული კურსის მხარდაჭერის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S