
"გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს ხელი უნდა შევუწყოთ"
16/12/2019 10:01:52 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატების როლია, ხელი შეუწყონ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კონსენსუსის მიღწევას.
„მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და როგორც შუამავლის, ჩვენი როლია ორ მხარეს შორის დიალოგის ხელშეწყობა. გუშინ, მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ვთქვი, რომ გამართული დისკუსია იყო რთული. ეს არ იყო მარტივი დისკუსია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარისგან გვაქვს ამ ინსტრუმენტის გამოყენების გაგრძელების მზადყოფნა, რათა მოხდეს სფეროების გამოვლენა, სადაც საერთო პოზიციები არსებობს. ჩვენ, როგორც შუამავლები, ახლა ვეძებთ შესაძლებლობებს, რომლის საფუძველზე გავცემთ რჩევას, უახლოეს პერიოდში მეოთხე დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.