Accentnews.ge
 "ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები და წუხილი მოსამართლეების დასახელების პროცესთან დაკავშირებით"

"ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები და წუხილი მოსამართლეების დასახელების პროცესთან დაკავშირებით"

16/12/2019 09:53:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები და წუხილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასახელების პროცესთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„მისასალმებელია, რომ შეიქმნა შერჩევის პროცედურები, გაიმართა ღია და გამჭვირვალე მოსმენები პარლამენტში. ეს დადებითი მოვლენაა, რადგან ეს არის პრეცედენტი მომავლისთვის. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები და წუხილი დასახელების პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმნა უნდა აღვნიშნავთ იმას, თუ რაც იქნა მიღწეული, თუმცა არის ის, რაც უნდა გაკეთდეს მომავალში. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის მოსაზრებები, რომლებიც ვენეციის კომისიიდან, ეუთო/ოდირიდან და სხვა დამკვირვებლებიდან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებიდან გაისმა. ჩვენი მკაფიო გზავნილია, გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის, ოდირის, სხვა დამკვირვებელის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და გამოიტანონ დასკვნები შერჩევის სამომავლო პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიტანოთ დასკვნები ამ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. დავრწმუნდეთ, რომ ვიდრე მომავალ დანიშვნამდე გადავალთ, გამოტანილი იქნება სწორი დასკვნები", – განაცხადა ჰარცელმა. 



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S