Accentnews.ge
ჯო ბაიდენი: საჭიროა პაუზა, რაც ნიშნავს ტყვეების გასათავისუფლებლად დროის მიცემას

ჯო ბაიდენი: საჭიროა პაუზა, რაც ნიშნავს ტყვეების გასათავისუფლებლად დროის მიცემას

02/11/2023 06:19:28 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში პაუზის აღების მოწოდებით გამოდის, რათა მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობა გაჩნდეს.

"ვფიქრობ, გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, ტყვეების გასაყვანად დროის მიცემას," - აღნიშნა ბაიდენმა.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და „ჰამასის“ მიერ დაკავებულ 240 მძევალს.

ჯო ბაიდენის თქმით, სიტუაცია "წარმოუდგენლად რთულია" როგორც ისრაელისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის.

”მხარი დავუჭირე ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, თავიდანვე მხარს ვუჭერ ამას. საქმე ის არის, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, აშკარა ტერორისტული ორგანიზაცია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S