ბორელი: რუსეთს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს, უკრაინიდან ყურადღებას არ გადავიტანთ
01/11/2023 16:27:31 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან პარტნიორების ყურადღებას არ გადაიტანს. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.
მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.
ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა,” - წერს ბორელი.
ახლო აღმოსავლეთში ვიტარების დაძაბვის შემდეგ გაჩნდა შიში, რომ დასავლური რესურსების გადანაწილება პრობლემებს შეუქმნის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.


