Accentnews.ge
იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

01/11/2023 16:02:07 მსოფლიო

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია.

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებას ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციას უკავშირებს.

როგორც იორდანიის საგარეო უწყებაში ამბობენ, იზრდება შეშფოთება სიტუაციის შემდგომი ესკალაციის გამო, რაც მათივე შეფასებით, პოტენციურად საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას და საერთაშორისო მშვიდობას.

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის საგარეო უწყებას აცნობა, არ დააბრუნოს საკუთარი ელჩი ამანში, რომელმაც იორდანია მანამდე დატოვა.

იორდანიის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა და ექსპატრიანტთა მინისტრის აიმან საფადის განცხადებით, ელჩების დაბრუნება დამოკიდებულია ღაზაში "ომის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S