
სამედიცინო კვლევაზე ავერსის კლინიკაში მიყვანილი 3 პატიმარი გაიქცა
01/11/2023 12:32:05 საზოგადოება
თბილისში, ავერსის კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა, – იუწყება "პუბლიკა".
გამოცემის ცნობით, პატიმრები კლინიკაში შესამოწმებლად, სამედიცინო კვლევაზე – კომპიუტერულ ტომოგრამაზე მიიყვანეს.
როგორც „პუბლიკას“ ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა უთხრა, კლინიკაში მიყვანილი პატიმრები ბადრაგებს გაექცათ.