Accentnews.ge
სომხეთმა დაადასტურა რუსეთიდან „რეკომენდაციების“ მიღება რომის სტატუტის რატიფიცირების შემდეგ

სომხეთმა დაადასტურა რუსეთიდან „რეკომენდაციების“ მიღება რომის სტატუტის რატიფიცირების შემდეგ

01/11/2023 11:27:10 კავკასია

რუსეთმა სომხეთს „რეკომენდაციები“ გაუგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების რატიფიცირებასთან დაკავშირებით და ერევანმა მასზე რეაგირება უკვე მოახდინა.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური აღნიშნავს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთისგან მიიღო „რეკომენდაციები“ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებასთან დაკავშირებით - რომელმაც, როგორც ცნობილია, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ომბუდსმენის დაპატიმრების ორდერები გასცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჰქონდათ რეაგირება დოკუმენტზე, მაგრამ არ გაამჟღავნეს რუსული „რეკომენდაციების“ შინაარსი.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S