Accentnews.ge
სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

01/11/2023 10:22:04 მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დაითხოვა ქვეყნის პარლამენტი და დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო და რამდენიმე რეგიონში ადგილობრივი არჩევნები 17 დეკემბრისთვის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ვუჩიჩს 2 ნოემბრამდე უნდა დაენიშნა 250-მანდატიანი ეროვნული ასამბლეის არჩევნები. ა

დგილობრივი არჩევნები 60-მდე მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.

წინა საყოველთაო არჩევნები სერბეთში 2022 წლის აპრილში გაიმართა, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს უნდა ჩატარებულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S