Accentnews.ge
მასკი: "Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია"

მასკი: "Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია"

01/11/2023 06:12:09 საზოგადოება

"სტარლინკის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია", - ამის შესახებ ილონ მასკმა თავის ოფიციალურ X-ის, იგივე Twitter-ის გვერდზე დაწერა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კუთვნილი Starlink საქართველოში საქმიანობისთვის ემზადებოდა რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ავტორიზაციის განაცხადი კომპანიამ 2022 წლის 8 ივლისს შეავსო.

29 ივნისს Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით 8 ივლისს კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა, რის შემდეგაც კომისიამ 14 ივლისს Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა.

Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S