Accentnews.ge
NCDC: 1-15 ნოემბერს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

NCDC: 1-15 ნოემბერს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

31/10/2023 19:13:34 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", -აცხადებს NCDC.

სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა იხილეთ აქ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S