Accentnews.ge
ოსტინი: აშშ ისრაელს მხარს უჭერს, თუმცა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს

ოსტინი: აშშ ისრაელს მხარს უჭერს, თუმცა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს

31/10/2023 17:16:41 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვაშინგტონი ისრაელს მხარს უჭერს, თუმცა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს. ამის შესახებ მან სენატის ასიგნებების კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე ისაუბრა.

როგორც ოსტინმა აღნიშნა, მან "არაერთხელ განუცხადა" ისრაელის ლიდერებს, რომ მათ უნდა უზრუნველყონ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.

"ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. ჩვენ გლოვობთ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. მე არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე სტრატეგიული იმპერატივი. ჩვენნაირი დემოკრატიები უფრო ძლიერი და უსაფრთხოა, როდესაც პატივს ვცემთ ომის კანონებს და ვიცავთ მშვიდობიანი მოქალაქეებს“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ვაშინგტონმა დახმარება უნდა გაუწიოს ისრაელს და პარალელურად, დარჩეს უკრაინაზე ორიენტირებული.

მისი თქმით, "ჰამასს" ან პუტინს გამარჯვების უფლებას არ მისცემენ".

"როგორც ისრაელში, ისე უკრაინაში დემოკრატიები ებრძვიან სასტიკ მტრებს, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ჩვენ "ჰამასს" ან პუტინს გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. აგრესიის და ტერორიზმის წინააღმდეგ დღევანდელი ბრძოლები განსაზღვრავს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი წლების განმავლობაში და მხოლოდ ამერიკის ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია, უზრუნველყოს, რომ ტირანებმა, ავაზაკებმა და ტერორისტებმა მთელს მსოფლიოში მეტი აგრესია და მეტი სისასტიკე ვეღარ გაბედონ", – განაცხადა ოსტინმა.

მოსმენაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. სენატში თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S