Accentnews.ge
ხვალ თბილისში აქცია "დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ" გაიმართება

ხვალ თბილისში აქცია "დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ" გაიმართება

15/12/2019 19:17:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ხვალ თბილისში, საკრებულოსთან აქცია სახელწოდებით "დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ" გაიმართება. 

"სამოქალაქო მოძრაობამ" აქცია 12:00 საათისთვის დააანონსა.

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ.  მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ  გამართული 13 დეკემბერს წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. იგი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის ბრალდებით" დააკავეს. მოგვიანებით კი 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 


 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S