Accentnews.ge
პრეზიდენტი: მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქალებს, მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები

პრეზიდენტი: მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქალებს, მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები

31/10/2023 13:57:28 პოლიტიკა

მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

პრეზიდენტი პარლამენტში მომხდარს "სირცხვილად" აფასებს და მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები.

„მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S