
ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის - თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა
31/10/2023 10:52:05 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან - ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ცნობილი ქართველი მსახიობის − თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.