
ყაზახეთმა საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი 23%-ით გაზარდა
31/10/2023 10:15:47 ეკონომიკა
2023 წლის 9 თვეში „ბათუმის პორტის“ და „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ 2.570 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, - იუწყება „ყაზტრანსოილი".
კერძოდ, „ყაზტრანსოილის" მონაცემებით, ნავთობის გადაზიდვამ 86 ათასი ტონა შეადგინა, ნავთობპროდუქტების – 961 ათასი ტონა. 161 ათას ტონამდე (23%-ით) გაიზარდა ყაზახური გაზის გადაზიდვის მაჩვენებელი საქართველოს დერეფნის გამოყენებით. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 135 ათასი ტონა იყო. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელმა 1.357 მლნ ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ინფორმაციისთვის: სს „ყაზტრანსოილი“ უშუალოდ ფლობს და მართავს საწარმოო აქტივებს საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით. BNT ახორციელებს ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის გადაზიდვა/ შენახვის მომსახურებას.