Accentnews.ge
გაერო–ში ისრაელის დელეგაციის წევრებმა ყვითელი ვარსკვლავები დაიმაგრეს

გაერო–ში ისრაელის დელეგაციის წევრებმა ყვითელი ვარსკვლავები დაიმაგრეს

31/10/2023 09:49:09 მსოფლიო

გაეროში ისრაელის დელეგაციის წევრებმა ყვითელი ვარსკვლავები დაიმაგრეს და პირობა დადეს, რომ ატარებდა მანამ, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არ დაგმობენ "ჰამასის" თავდასხმას ისრაელზე.

„ამიერიდან მე და ჩემი გუნდის წევრები ყვითელ ვარსკვლავებს ვატარებთ მსგავსად ჩემი და მილიონობით ებრაელის ბებების და ბაბუებისა“, - განაცხადა ისრაელის წარმომადგენელმა გაერო–ში გილად ერდანმა.

მან დასძინა, რომ ატარებს ვარსკვლავს წარწერით, "აღარასდროს", როგორც "სიამაყის სიმბოლოს".

ებრაელებს აიძულებდნენ, ყვითელი ვარსკვლავები ეტარებინათ, განსაკუთრებით, ნაცისტურ გერმანიაში.

ერდანმა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭო „დუმილის“ გამო მას შემდეგ, რაც მან უარყო ოთხი რეზოლუციის პროექტი ისრაელსა და პალესტინის რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ომის შესახებ. ორი მათგანი, ერთი კვირის ინტერვალით, რუსეთმა მოამზადა, მსამე – ბრაზილიამ. ეს პროექტები დაიბლოკა, რადგან მათში არ იყო ნახსენები ისრაელის თავდაცვის უფლება. აშშ-ის პროექტიც ასევე ჩავარდა, რადგან ის არ შეიცავდა მკაფიო მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

28 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია. დოკუმენტი მოუწოდებს "დაუყოვნებლივი, ხანგრძლივი და მდგრადი ჰუმანიტარულ ზავისკენ" ისრაელის ჯარებსა და "ჰამასის" ბოევიკებს. ისრაელმა რეზოლუციას "სამარცხვინო" უწოდა.

30 ოქტომბერს საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უცხოური მედიისთვის მიმართვისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. „მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება "ჰამასის", ტერორიზმის, ბარბაროსობის წინაშე დამარცხებისკენ“, – განმარტა მან და მოუწოდა „ცივილიზებულ ქვეყნებს“, მხარი დაუჭირონ ისრაელს. "ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ომი. თუ "ჰამასი" და ირანი გაიმარჯვებენ, თქვენ იქნებით მათი შემდეგი სამიზნე", - თქვა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S