Accentnews.ge
საქსტატი: 2022 წელს საქართველოდან რუსეთში მომსახურების ექსპორტი 419%-ით გაიზარდა

საქსტატი: 2022 წელს საქართველოდან რუსეთში მომსახურების ექსპორტი 419%-ით გაიზარდა

31/10/2023 09:15:52 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 5 703.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 123.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, გასული წლის განმავლობაში მომსახურების საექსპორტო მიმართულებებს შორის ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6% შეადგინა. პირველი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტის ზრდა ყველაზე მაღალი იყო.

მომსახურების უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებისპირველი ათეული შემდეგია:

  • რუსეთი - 981 მლნ დოლარი, ზრდა - 419%;
  • თურქეთი - 688 მლნ დოლარი, ზრდა - 88.4%;
  • უკრაინა - 327 მლნ დოლარი, ზრდა - 58.6%;
  • ისრაელი - 318 მლნ დოლარი, ზრდა - 119.8%;
  • აზერბაიჯანი - 306 მლნ დოლარი, ზრდა - 26.5%;
  • ბელარუსი - 266 მლნ დოლარი, ზრდა - 245.8%;
  • სომხეთი - 257.5 მლნ დოლარი, ზრდა - 265.9%;
  • აშშ - 243 მლნ დოლარი, ზრდა - 204.8%;
  • საუდის არაბეთი - 177.8 მლნ დოლარი, ზრდა - 110.7%;
  • ყაზახეთი - 176.8 მლნ დოლარი, ზრდა - 88.5%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S