
აფხაზური პარლამენტი ხვალ პუტინის "საკავშირო სახელმწიფოში" შესვლის საკითხზე იმსჯელებს
31/10/2023 08:57:52 კონფლიქტები
აფხაზური დე ფაქტო პარლამენტი ხვალ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის პუტინის "საკავშირო სახელმწიფოში" შესვლის საკითხზე იმსჯელებს.
საერთაშორისო საქმეთა და პარლამენტთაშორისი და თანამემამულეებთან ურთიერთობების კავშირების დე ფაქტო კომიტეტების გაფართოებული სხომა 1 ნოებრისთვის ჩაინიშნა.
დღის წესრიგშია ერთადერთი საკითხი - «აფხაზეთის მონაწილეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე საინტეგრაციო გაერთიანებებში, კერძოდ, აფხაზეთის მზადყოფნა, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეერთდეს".
ცნობისთვის: დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთმა რუსეთს "სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დაუთმოს". 2022 წლის აგვისტოში მან აფხაზეთის სახელით "საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების მზადყოფნა" გამოთქვა. იდეას დაუღალავად ლობირებს კრემლის კადრი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც.
ოფიციალური თბილისი ამ თემაზე ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.