კადიროვმა ბრძანა, მომიტინგეებს, რომლებიც ძალოვანებს არ დაემორჩილებიან, „ტყვია "შუბლში ესროლონ"
31/10/2023 08:45:34 მსოფლიო
მომიტინგეები, რომლებიც არ ემორჩილებიან უშიშროების ძალების მოთხოვნებს და არ რეაგირებენ სამ გამაფრთხილებელ გასროლაზე, „ტყვია შუბლში უნდა ესროლონ“, – აცხადებს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ხელმძღვანელი რამზან კადიროვი.
ძალოვანებთან შეხვედრაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამგვარ ბრძანებას იძლევა.
მანამდე კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აღკვეთილი იქნა მასობრივი არეულობები, როგორიც კვირას მოხდა მახაჩყალას აეროპორტში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ შეიძლება რუსეთის მტრების მაგალითის განმეორება და სიტუაციის შიგნიდან შერყევა".
29 ოქტომბერს ბრბო შეიჭრა მახაჩკალას აეროპორტის ტერიტორიაზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდა ვითარებას. ისინი ეძებდნენ ებრაელებს თელ-ავივიდან ჩამოსულ თვითმფრინავში – ამოწმებდნენ დოკუმენტებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია არეულობის 83 მონაწილე დააკავეს. უსაფრთხოების ძალებმა მახაჩკალაში ჟურნალისტ იდრის იუსუპოვის სახლიც გაჩხრიკეს. არეულობის დროს ის აეროპორტში არ იმყოფებოდა.
იხილეთ ასევე: მედია: კრემლში, მთავრობაში დაბნეულები არიან ამხელა "ჩავარდნით", ეს საგანგებო ვითარებაა!


