"ალფა–გრუპის" თანამფლობელი საფრანგეთში დააკავეს
31/10/2023 07:48:05 მსოფლიო
რუსი ოლიგარქი ალექსეი კუზმიჩევი საფრანგეთის სასამართლომ დააკავა. ის საქნციების ქვეშაა. საქმე ფულის გათეთრებას ეხება.
Le Monde-ის ცნობით, სენ-ტროპეში მდებარე მის ვილაში ჩხრეკა ჩატარდა, 30 ოქტომბერს დილით კი სამართალდამცავმა უწყებებმა ის დააკავეს. ჩხრეკა ასევე ჩატარდა მის პარიზულ სასახლეში.
კუზმიჩევი, კონსორციუმ Alfa Group-ის ერთ-ერთი მეწილე, ევროპული ხელისუფლებევის მიერ განიხილება, როგორც "ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი რუსეთში", რომელსაც აქვს "მყარი კავშირები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან".
გამოცემა ანიშნავს, რომ ევროპული სანქციები თეორიულად კრძალავს ევროპაში სანქცირებული ინდივიდების ყოფნას, მაგრამ ოლიგარქთან დაახლოებულმა წყარომ Le Monde-ს უთხრა, რომ ის უკვე საფრანგეთში იმყოფებოდა, როცა სანქციების სიაში დაამატეს და ამ ქვეყანაში მას ოჯახური კავშირებიც აქვს.
2022 წლის მარტში მისი ორი იახტა დააკავეს.


